
მსოფლიოში აივ-ინფექციისგან განკურნების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ადამ კასტილეხომ 30 თვიანი მკურნალობის შემდეგ უკვე შეწყვიტა ანტირეტროვირუსული თერაპია. ამის შესახებ წერს BBC.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი მკურნალობდა არა აივ ინფექციის პრეპარატებით, არამედ ღეროვანი უჯრედების საშუალებით. გაცხადებული ინფორმაციით, მას სიმსივნეც ჰქონდა და მკურნალობის ზემოხსენებული კურსით ორ უმძიმეს დაავადებას ებრძოდა.
ღეროვანი უჯრედების დონორებს აქვთ უიშვიათესი გენი, რომელიც დამცველობით უნარს სძენს ორგანიზმს - სწორედ ამ ფაქტის შესაბამისად კასტილეხომ შეიძინა დამცველობითი ფუნქცია აივ-ინფექციის მიმართ.
2011 წელს ტიმოთი ბრაუნი გახდა პირველი პაციენტი, რომელიც განიკურნა ზემოხსენებული მკურნალობით აივ-ინფექციისგან.
ღეროვანი უჯრედების გადანერგვით ადამიანის ორგანიზმში მცირდება ვირუსის გავრცელება და წარმოიქმნება ისეთ იმუნური უჯრედები, რომლებიც დონორების საშუალებით აჩერებენ და ეწინააღმდეგებიან აივ-ვირუსების გავრცელებას. მეცნიერთა თქმით, ზემოხსენებული თერაპია ააივ-ინფიცირებულთა მკურნალობისთვის არ არის გათვლილი და იგი ვერ შეძლებს მილიონობით დაავადებულის განკურნვას.
მედიკოსთა აზრით, მკურნალობის აღნიშნული მეთოდი არის მაღალი რისკის შემცველი და გამოიყენება მხოლოდ როგორც უკიდურესი საშუალება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ აივ ინფიცირება და ასევე აქვთ სიცოცხლისათვის საშიში ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებები
მასალის გამოყენების პირობები






