სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი ნიკოლაიშვილი ამ თემას ეხმაურება და სტატუსს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ვირუსი სახელწოდებით “ზიზღი” - ანუ ამბავი იმისა, თუ როგორ გვეზიზღება ქართველებს ერთმანეთი: (ყველას არა)
გუშინ დაანონსდა, რომ საქართველოს 200 მოქალაქე ჩაჰყავთ იტალიიდან საქართველოში, რაც ჰუმანური ნაბიჯია ქვეყნის მხრიდან, ნებისმიერი შეგნებული სახელმწიფო ასე იქცევა. მაგალითისთვის, ვირუსის გავრცელებიდან პირველივე კვირაში სპეცრეისით გადმოაფრინა ამერიკამ საკუთარი მოქალაქეები ჩინეთიდან.
და რა ხდება ამ დროს კომენტარებში:
“ეგენი აქ არ ჩამოიყვანოთ” “დარჩნენ იმ იტალიაში აქ რას მოდიან” “თუ საქართველო უყვართ თავის დროზე რატომ მიდიოდნენ” და ა.შ. !!
ევროებს რომ აგზავნიდნენ ეს ქართველები, მაშინ ხომ გინდოდათ? არ მითხრათ საკუთარ ოჯახებს უგზავნიდნენო. რამდენ გაჭირვებულ უცნობ ოჯახებს ვინახავთ ემიგრანტები? ან რა იცით ვინ რა მიზეზით მოხვდა იტალიაში და უკან ვერ ახერხებს დაბრუნებას? ასეთი ზიზღი შენიანის მიმართ ნუთუ მისაღებია? ემიგრანტები მხოლოდ არჩევნების წინ რომ გახსენდებათ და იაფფასიანი დაპირებებით ტვინს გვიჭედავთ შინ დაბრუნდითო, მაშინ როცა მომაკვდინებელი ვირუსის დროსაც კი არ გჭირდებათ სახლში დაბრუნებული ემიგრანტი!
ეს კორონაც გაივლის, მაგრამ არაფერი ეშველება ჩვენში დაგროვილ ბოღმას, შურს, ბოროტებას, ზიზღს...
გვიყვარდეს ერთმანეთი, ეს ხომ არც თუ ისე ძნელია ", - წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






