ავიაკომპანია Wizz Air- ის მიერ გვრცელებული ინფორმაციით, იტალიასთან ფრენების შეჩერების შემდეგ მომხმარებელს შანსი ექნება გადახდილი ბილეთის ფული დაიბრუნოს.
საქმე ეხება ბილეთის საფასურის სრულად დაბრუნებას ან 120%-იანი ანაზღაურება Wizz Credit-ზე. ავიაკომპანიამ იტალიის მიმართულებით ფრენები 3 აპრილამდე შეაჩერა.
იმ მგზვავრებმა რომლებმაც ბილეთები სამოგზაურო სააგენტოებისგან შეიძინეს ან ონლაინ საააგენტოებისგან, ინფორმაციისთვის ამ კომპანიებს უნდა დაუკავშირდნენ.
დღეს “Wizz Air''- მა განაცხადა, რომ 2020 წლის 10 მარტის მდგომარეობით, ის აჩერებს იტალიის ყველა მიმართულებით ფრენებს ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადების საფუძველზე, რომლიც მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის მასშტაბური
გავრცელების პრევენციის გამო ქვეყანა ჩაკეტილია. ფრენები Wizz Air– ის ყველა მიმართულებით იტალიაში (ალგერო, ბარი, ბოლონია, კატანია, ბერგამო, მალპენსა, ნეაპოლი, პიზა, რომი ციანპინო, რომა ფიუმიჩინო, ტურინი, ვენეცია ,ტრევისო, ვერონა) შეჩერდება 3 აპრილამდე,” – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






