გორში სასტიკად მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს ქალიშვილი შეეძინათ
საზოგადოება - 17:31, 10 Mar, 2020     2481

ორი წლის წინ, გორში, სასტუკად მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ. როგორც ცნობილი გახდა, ახალშობილს ბარბარე დაარქვეს. ჩვილი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაში“ დაიბადა. გოგონა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემით დაიბადა და იგი თბილისში, ჯოენის კლინიკაშია გადაყვანილი.

,,იავნანას” ექიმის, გივი მალიაშვილის განცხადებით, მშობიარობა ნაადრევად დაიწყო და წინასწარი დადეგმვის გარეშე საჭირო გახდა საკეისრო კვეთის გაკეთება. მისივე ინფორმაციით, ოპერაციამ სტაბილურად ჩაიარა და დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ, თუმცა, მუცლადყოფნის პერიოდშივე დიაგნოსტირებული იყო, რომ გოგონას გარკვეული ჩარევა დასჭირდებოდა, ამიტომ, მიზანშეწონილად ჩაითვალა ახალშობილის თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.

შეგახსენებთ, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცვებმა მდინარე ლიახვის პირას რამდნეიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმეზე ბრალებულის სახით დააკავეს 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც მეზობლად მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

მას თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი ბრალი 138-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.

ნებიერიძეს სასამართლომ უვადო პატიმრობა 2019 წლის მა­ის­ში შეუფარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42