პუტინი ტერეშკოვას შესწორებას დაეთანხმა - დუმამ მას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო
მსოფლიო - 17:36, 10 Mar, 2020     1374

რუსეთის დუმამ ე.წ. "ტერეშკოვას შესწორება" 380 ხმით მიიღო და ფაქტიურად დართო ნება ვლადიმირ პუტინს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

აღნიშნული საკითხის დასმის შემდეგ დუმაში შესვენება გამოცხადდა, ხოლო ადგილობრივი დროით 3 საათისთვის რუსეთის პარლამენტს თავად ვლადიმირ პუტინი ეწვია.

პუტინმა უარყო ტერეშკოვას წინადადება, რომ გაუქმებულიყო ერთი ადამიანის მიერ პრეზიდენტის პოსტის 2-ზე მეტი ვადით დაკავების შეზღუდვა, თუმცა, მოიწონა ის შესწორება, რომლის თანახმადაც, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, განულებული იქნება პრეზიდენტის პოსტზე ყოფნათა რიცხვი და მათი ათვლა პუტინისთვის 0-იდან იწყება.

"საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს, სწორია თუ არა ეს შესწორება," - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ტერეშკოვას ფორმულირებამ ასეთი სახე მიიღო:

"შეზღუდვა - "ერთ ადამიანს არ აქვს პრეზიდენტის პოსტის ორზე მეტად დაკავების უფლება" იმოქმედებს ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ამ ადამიანის მიერ აღნიშნული პოსტის დაკავების რაოდენობის გათვალისწინების გარეშე".

აღნიშნული შესწორება, ისევე როგორც სხვა საკონსტიტუციო ცვლილებები, 22 აპრილის რეფერენდუმზე უნდა იქნას მიღებული, ხოლო შემდეგ მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.

ამ ორი ეტაპის გავლის შემდგომ, რაშიც ექსპერტები პრობლემას ვერ ხედავენ, პუტინს ექნება შესაძლებლობა 2024 წელსაც გახდეს რუსეთის პრეზიდენტი. იგი ამ დროს 72 წლის იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42