ვალენტინა ტერეშკოვა: პუტინმა უნდა მიიღოს მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში, შევიტანოთ ცვლილებები კონსტიტუციაში
მსოფლიო - 15:59, 10 Mar, 2020     2080

10 მარტს, რუსეთის დუმა მეორე მოსმენით განიხილავს პუტინის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. განხილვა სენსაციური განცხადებებით დაიწყო.

ჯერ ვლადიმირ ჟირინოვსკიმ და "ედინაია როსიას" დეპუტატმა ალექსანდრე კარელინმა დააყენეს საკითხი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში ჩაიდოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მუხლი, რადგან, მათი აზრით, "დუმის" უფლებამოსილებები იცვლება, რაც ახალი არჩევნების ჩატარების წინაპირობაა.

თუმცა ეს არ იყო ყველაზე სენსაციური განცხადება - პირველმა ქალმა კოსმონავტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა ვალენტინა ტერეშკოვამ რუსეთის პარლამენტის წინაშე დააყენა საკითხი, რომ კონსტიტუციაში მოხსნილიყო შეზღუდვა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლებს 2024 წლის არჩევნებში კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი ამ პოსტზე.

"გთავაზობთ, მოვხსნათ შეზღუდვები პრეზიდენტად არჩევის რაოდენობის თაობაზე, ან ჩავწეროთ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომ მოქმედ პრეზიდენტს, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლია უახლოეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება," - განაცხადა ტერეშკოვამ.

ტერეშკოვას განცხადებამ რუსეთის დუმის წევრები დააბნია და სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა შესვენება გამოაცხადა.

"უნდა გავიაროთ კონსულტაციები პრეზიდენტთან და საპარლამენტო ფრაქციებთან," - განაცხადა მან.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42