სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა
საზოგადოება - 12:49, 10 Mar, 2020     717

2020 წლის 9 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა“ - გამოქვეყნდა. სადაც განხილულია სასამართლო სხდომებზე ბავშვთა უფლებების დაცვის ხარისხი.

პროექტი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ა(ა)იპ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

''სახალხო დამცველის კვლევის მიზანი იყო სასამართლო სხდომებზე დაკვირვების გზით, შეფასებულიყო სასამართლო განხილვის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ და მოწმე/დაზარალებულ ბავშვთა უფლებების დაცვის ხარისხი. სასამართლო განხილვების მონიტორინგი, 2019 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩატარდა სამ დიდ ქალაქში, კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში.

კვლევის მიმდინარეობისას გამოვლინდა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები. დადებით კონტექსტში უნდა შეფასდეს ის, რომ როგორც წესი, ყველა მონაწილე სუბიექტი არასრულწლოვან ბრალდებულთან, დაზარალებულთან და მოწმესთან შემხებლობაში არის სპეციალიზირებული. მათ აქვთ სპეციფიკური ცოდნა, რაც საჭიროა ბავშვთან კომუნიკაციაში. განსაკუთრებით დადებითად გამოავლინა თავი რამდენიმე მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმა, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ ესაუბრათ ბავშვთან მისთვის გასაგები ფორმით და ენით, პროცესის მთავარ სუბიექტად წარმოეჩინათ არასრულწლოვანი და ყოფილიყვნენ მისი საუკეთესო ინტერესის დაცვაზე ორიენტირებულნი.

თუმცა, სამწუხაროდ, კვლევამ აჩვენა, რომ მუხედავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მიდგომებისა, პრაქტიკა მაინც არაერთი ხარვეზით ვითარდება, რაც დაუყოვნებლივ აღმოფხვრასა და გამოსწორებას საჭიროებს.

როგორც წესი, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა სასამართლო განხილვის ეტაპზე ნომინალურია, ფსიქოლოგების ჩართულობის მაჩვენებელი/სიხშირე კი ძალიან დაბალი. არ არსებობს უწყებაც, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფსიქოლოგებისა და საპროცესო წარმომადგენლების (როგორც წესი, სოციალური მუშაკების) გადამზადებაზე (სპეციალიზაციაში). ხშირი იყო სასამართლო სხდომების გადადებისა თუ დაგვიანების ფაქტები. რიგ შემთხვევებში, გამოვლინდა პროცესის მონაწილე სუბიექტების კვალიფიკაციისა თუ სათანადო უნარ-ჩვევების ნაკლებობის მაგალითები. ასევე, პროცესის მონაწილე პირების მხრიდან არ არის დამაკმაყოფილებელი საერთაშორისო პრინციპების ცოდნისა თუ გამოყენების, ასევე სათანადოდ დასაბუთების ხარისხი.

სასამართლო მონიტორინგის ერთ-ერთი საგანი იყო ინფრასტრუქტურა. გამოვლინდა, რომ სასამართლო შენობებში არ იყო ყოველთვის დაცული ბავშვის პერსონალური ინფორმაცია/კონფიდენციალერობის პრინციპი. პირობები და გარემო არ არის ყოველთვის ბავშვზე მორგებული და იგი, როგორც წესი, დამთრგუნველია. სამწუხაროდ, სასამართლოს ინფრასტრუქტურა შშმ ბავშვებისთვის არ არის ადაპტირებული და ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობაშეფარდებული არასრულწლოვნები არ თავსდებიან სტანდარტების დაცვით მოწყობილ ოთახებში.

გარდა ამ პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობისა, კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის/საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მისამართით, რათა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ნამდვილად უზრუნველყოფდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას და პასუხობდეს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფერო ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის. შესაბამისად, ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემების აღმოფხვრისა და ადვოკატირების მიზნით, აპარატი მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის''. - ნათქვამია სახალხო დმაცველის ოფიციალურ განცხადებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42