კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მასობრივად იმატებს მთელს მსოფლიოში, თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ჩინეთმა შეძლო ვირუსის გავრცელების ტემპების შეკავება- უკანასკნელ 24 საათში დაინფიცირების მხოლოდ 22 შემთხვევა აღინიშნა, ხოლო გარდაცვალების კი 17.
80 757 დაინფიცირებულიდან 59 925-ს უკვე უმკურნალეს ჩინელებმა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ქალაქ უხანში უკვე დაიკეტა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი 12 სახელდახელოდ შექმნილი საავადმყოფო.
უმძიმეს მდგომარეობაშია იტალია, რომლის ხელისუფლებამაც მთელი მოსახლეობა მკაცრ კარანტინში მოაქცია- გააუქმა ყველა ღონისძიება, ქვეყანაში შესვლაც და გამოსვლაც შეზღუდული რაოდენობით იქნება შესაძლებელი. ჩრდილოეთის რეგიონებში დაავადების მასშტაბურად გავრცელების გამო 9172 ადამიანია დაინფიცირებული და 463 გარდაცვლილი.
მასალის გამოყენების პირობები






