ნატომ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი წვრთნა დაიწყო
მსოფლიო - 14:42, 02 Nov, 2013     1631

ბოლო ათი წლის განმავლობაში ნატოს ყველაზე დიდი სტრატეგიული მანევრები Steadfast Jazz შაბათს, 2 ნოემბერს პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერირორიებზე დაიწყება, იუწყება უკრაინული მედია.

 

სწავლებაში ჩართული იქნება 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 350 ერთეული სახმელეთო ტექნიკა, 57 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 13 გემი.

საბრძოლო მოქმედებებს შეიმუშავებენ მოტომსროლელი ჯარების დაახლოებით ათასი ჯარისკაცი, მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვის ჯარების ბატალიონი, ჯავშანტანკოსან ჯარებთან მებრძოლი, რადიოელექტრული ომის და მზვერავთა ქვედანაყოფები.

 

წვრთნების ოფიციალური მიზანია: „მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების ტესტირება, ასევე - ნატოს სწრაფი რეაგირების ძალთა ერთობლივი მოქმედების“, რომლებიც განკუთვნილია სამხედრო კრიზისებზე ოპერატიული პასუხისთვის. სცენარი ითვალისწინებს გარედან თავდასხმაზე მოკავშირეთა ერთობლივ პასუხს. ნატოს გენერალური მდივნის - ანდრეს ფოგ რასმუსენის თქმით, ეს მანევრები საშუალებას იძლევა „გამოიმუშაონ ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების განლაგება და ნებისმიერი საფრთხის არიდება“.

 

წვრთნების სცენარი ითვალისწინებს რეგიონალური კონფლიქტის წარმოშობის შესაძლებლობას. „ლეგენდის თანახმად“, ნატოს არაწევრი ქვეყანა, ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს ესტონეთს და მისი ტერიტორიის ნაწილს იპყრობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იღებს გადაწყვეტილებას აამუშაოს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი და კონფლიქტის რაიონში სწრაფი რეაგირების ძალებს მიმართავს.

 

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ნატოს დიდი წვრთნის ჩატარების მიღწევას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები (უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი) და ბალტიის სახელმწიფოები. მთავარი მიზანი იყო, რომ სწრაფი რეაგირების ძალებს დაემუშავებინათ არამარტო შტაბური ღონისძიებები, არამედ ასევე ემოქმედათ პოლიგონზე რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცის მონაწილეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42