"საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს" - ამირან გამყრელიძე
საზოგადოება - 19:52, 09 Mar, 2020     1362

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატება გამორიცხული არ არის.

მისი განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა.

მისივე თქმით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში.

„რაც შეეხება პროგნოზს, გლობალურად სიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება. თვითონ ჩინეთში მნიშვნელოვანი კლებაა ახალი შემთხვევების. დღეს ბევრად ნაკლებია, თუ არ ვცდები 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ რადიკალურად იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა ისე, როგორც სიკვდილიანობა ჩინეთში, მაგრამ ჩინეთს გარეთ დაახლოებით უკვე 24 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველაზე მაღალ დასენიანებული ქვეყნები არიან, სადაც უკვე 7000-ს გადასცდა შემთხვევათა რაოდენობა, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. ასევე უკვე რამდენიმე ქვეყანაში გადაცდა შემთხვევათა რაოდენობა 1000-ს, კერძოდ გერმანიაში და საფრანგეთში. სხვა ევროპის ქვეყნებში არის ასეულებზე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უკვე 500-ზე მეტი შემთხვევაა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩინეთს გარეთ სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ვერ ემორჩილება. ჩინეთმა სიტუაცია მოაქცია კონტროლს ქვეშ, შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, ჩინეთს გარეთ იმატებს. რადგან ჩვენ, საქართველო, ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა პროგნოზი ჯერჯერობით იმისკენ, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ამ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნა, მხედველობაში მაქვს საზღვრები, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება. შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია. ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან მაგრამ იციან, რომ შეიძლება ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42