თეირანში ჯანდაცვის უწყების მაღალჩინოსანთა განცხადებით, უკანასკნელ დღეებში ალკოჰოლური ნივთიერებების ზედოზირების შედეგად ადამიანების მოწამვლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
მაღლჩინოსან შაჰინ შადნიას თქმით, ირანელი მოქალაქეები ალკოჰოლურ ნივთიერებებს მიირთმევენ კორონავირუსისგან დაინფიცირების პრევენციის მიზნით, რამაც უკვე 12 ადამიანის მოწამვლა და მათი გარდაცვალება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ალოკოჰოლური სასმელების მიღება ირანში იკრძალება 1979 წლიდან დღემდე, თუმცა ირანელი მოქალაქეები ხშირად სვამენ არაყს და სხვა სახის კონტრაბადულ ალკოჰოლურ ნივთიერებას. ხშირია შემთხვევები ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ დონეზე გამოხდის.
კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური ნივთიერებები, რომლებიც ჭარბ მეთანოლს შეიცავს, დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმისთვის, რომელიც ხშირად მოწამვლასა და სიკვდილს იწვევს. კორონავირუსისგან თავის დასაცავად სწორედ კუსტარულად დამზადებული სპირტიანი სასმელების მიღება გახდა 12 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. ირანში კოროანვირუსით 7161 ადამიანია დაინფიცირებული და 237 გარდაცვლილი.
მასალის გამოყენების პირობები






