სუდანის დედაქალაქ ხართუმში პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი მკვლელობას გადაურჩა- ამის შესახებ სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას.
„აფეთქებამ დააზიანა პრემიერ მინისტრ აბდალა ჰამდოკის მანქანა მაშინ, როდესაც მთავრობის მეთაური გადაადგილდებოდა, თუმცა მადლობა ღმერთს, არავინ დაშავებულა“ - განაცხადა ალი ბახიტმა, პრემიერ მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა. ამის შესახებ წერს AL JAZEERA.
მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ჰამდოკის კოლონა ძლიერი აფეთქების ზონაში მოხდა მისი გადაადგილებისას, თუმცა თავდასხმის შედეგად არც ერთ მაღალჩინოსანი, დაცვის წევრების ჩათვლით არ დაშავებულა. ამ დრომდე არავის აუღია პასუხისმგებლობა აღნიშნულ თავდასხმაზე.
შეგახსენებთ, რომ გამოჩენილი ეკონომისტი ჰამდოკი სუდანის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა გასული წლის აგვისტოში მას შემდეგ, რაც დემოკრატიულმა ძალებმა საპროტესტო მოძრაობებით აიძულეს სამხედრო ხელმძღვანელობა მთავრობის ხელმძღვანლის პოსტიდან გადაეყენებინათ პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი.
რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების პარალელურად, სამხედროებმა და დემოკრატიული ძალების ხელმძღვანელობამ საერთო კონსესუსს მიაღწიეს, რომლის შემდგაც შეთანხმების თანახმად უნდა შემდგარიყო საერთო სამხედრო-სამოქალაქო- ჩამოყალიბდა 11 კაციანი სუვერენულ საბჭო, რომელმაც უნდა მართოს ქვეყანა შემდგომი სამი წლის მანძილზე.
მასალის გამოყენების პირობები






