"იმის გამო, რომ საფრთხე არსებობს, ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას და ერთმანეთის საღ აზროვნებაში ნუ შეგვეპარება ეჭვი" - მეუფე ნიკოლოზი
საზოგადოება - 17:30, 08 Mar, 2020     968

საკვირაო წირვის შემდეგ ჟურნალისტები სასულიერო პირებს გაესაუბრნენ და კორონა ვირუსის საფრთხესა და ეკლესის გეგმებზე დაუსვეს კითხვები, აპირებენ თუ არა დეზინფექციის ჩატარებას ან რაიმე სხვა ღონისძიების გატარებას ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და საზოგადოებას თხოვნით მიმართა, ნუ შექმნიან პანიკას და ასევე საფრთხისა და შიშის განცდის გამო ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას და ნუ დავადანაშაულებთ ერთმანეთს საღი აზრის არ ქონაში.

"ამ ახალ ვირუსთან, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოჩნდა, ბრძოლა მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ვირუსის დამარცხება, ავადმყოფობის მკურნალობა დაკავშირებული არიან თანხებთან და პრევენცია, თავის დაზღვევა, რომ ავადმყოფობა არ დაგემართოს, უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პანიკასთან ბრძოლა კიდევ უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ნუ შეგვეპარება ეჭვი ერთმანეთის ადეკვატურობაში. ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა იმაში, რომ შევაჩეროთ ეს პანიკა. რა თქმა უნდა, საშიშია ავადმყოფობა, არასასიამოვნოა რომ დაგემართოს და ის შიში, რაც ადამიანს გააჩნია, რომ შეიძლება დაემართოს ყოველ დაცემინებაზე, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო პროცესია. მაგრამ იმის გამო, რომ საფრთხე არსებობს, ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას და ერთმანეთის საღ აზროვნებაში ნუ შეგვეპარება ეჭვი",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42