The Irish Times-ის ინფორმაციით, ირლანდიის კათოლიკურმა ეკლესიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მღვდელმსახურების დროს ფიზიკური სასულიერო პირებსა და მრევლს შორის ფიზიკური კონტაქტის შემზღუდველი ზომები მიიღო.
5 მარტს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რამაც ინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაზარდა. იმავე დღეს HSE-მ დაუგზავნა ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლობებს რეკომენდაციები ფიზიკური კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვის შესახებ. კათოლიკურმა ეკლესიამ მორწმუნეებს დროებით ხელის ჩამორთმევის დისტანციური მისალმებით ჩანაცვლება შესთავაზა.
მორწმუნეებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ნაკურთხი წყლის გამოყენებისა და ზიარებისგან. HSE-ს რეკომენდაციით, ყველა კონფესიამ უნდა შეიმუშავოს გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდება. გარდა ამისა, მორწმუნეებმა, რომლებსაც ვირუსული ინფექციის სიმპტომები აღენიშნებათ, ორი კვირის განმავლობაში ტაძარში მისვლისგან თავი უნდა შეიკავონ.
მასალის გამოყენების პირობები






