რუსეთის ფედერაციის სკოლებში დაიწყეს ისეთი გაკვეთლების ჩატარება, სადაც საუბარია თურქეთთან ომის სარგებლიანობაზე.
სულიერი და პატრიოტული მოძრაობის წევრები საგანმანათლებლო დაწესებულებებში იარაღებით მიდიან და უყვებიან მოსწავლეებს, თუ როგორ დაამარცხა და მომავალშიც დაამარცხებს რუსეთი თურქეთს ნებისმიერ ომში. ამის შესახებ ეკატერინბურგის საინფორმაციო პორტალი წერს.
სტატიის თანახმად, „ გამბედაობის გაკვეთილი“, რომელიც მიეძღვნა თურქეთთან ომს, საკანონმდებლო ასამბელის მოადგილემ, ანდრეი გორისლავცევმა ჩაატარა. იგი სკოლაში მივიდა ცეცხლსასროლი იარაღის მაკეტით და ბავშვებს მოუყვა, თუ როგორ დაკარგა ოსმალეთის იმპერიამ რუსეთთან სისხლისმღვრელ ომში ტერიტორიის 2/3. აღნიშNული ფაქტი გახდა რუსეთში უფლებადამცველებისა და ბავშვების მშობლების აღშფოთების მიზეზი, რადგან ხელისუფლება ცდილობს სკოლის მოსწავლეების მილიტარიზაციას ბავშვობიდანვე.
მასალის გამოყენების პირობები






