აშშ-ში, კალიფორნიის სანაპიროსთან მდგარ საკრუიზო ხომალდ „გრანდ პრინცესის“ ბორტზე მყოფ პირებს შორის კორონავირუსით ინფიცირება 21-ს დაუდასტურდა. მათ შორის ეკიპაჟის 19 წევრია და 2 მგზავრი. სულ კორონავირუსზე ტესტი 46-მა ადამიანმა გაიარა, ხოლო ხომალდის ბორტზე 3500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
აშშ-ის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუ სად განათავსებს დანარჩენ მგზავრებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ერთერთ მგზავრს მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს.
ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაავადების შემთხვევები დაფიქსირებულია ქვეყნის 19 შტატში. ამის შესახებ თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






