მთვარობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოაქალაქეები და არა მარტო საქართველოს მოაქალაქეები, 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლიან. თუ მათ არ აქვთ შემოწმების სპეციალური ცოდნა.
''ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.
საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.''- შემუშავებულია უწყებათაშორისი საბჭოს მიერ.
შეგახსნებთ, რომ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.
მასალის გამოყენების პირობები






