სახალხო დამცველმა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა
საზოგადოება - 14:17, 06 Mar, 2020     823

საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის ფაქტზე რეკომენდაციით მიმართა შპს „ჭრელ აბანოს“.

მათივე განცხადებით, რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა ესპანეთის მოქალაქის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი „მეფე ერეკლეს აბანოში“ (შპს „ჭრელი აბანოს“ საკუთრებაში არსებული დაწესებულება) მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე მიუთითებდა.

''საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ „მეფე ერეკლეს აბანოში“ მომსახურების მიღების დროს მექისე მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევას, რომელმაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჭრელ აბანოს“, მის საკუთრებაში არსებულ მომსახურების გამწევ დაწესებულებებში, მათ შორის „მეფე ერეკლეს აბანოში“ შეიმუშავოს მომსახურების გაწევის წესები; შეიმუშავოს შიდა მექანიზმი დასაქმებული პერსონალის მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შესაძლო გადაცდომებზე ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად; კომპანიის საკუთრებაში არსებული დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სექსუალური შევიწროების საკითხებზე სასწავლო ტრენინგები; საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის (მათ შორის სექსუალური შევიწროების) ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.''- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42