კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - აკრძალავს თუ არა საქართველო იტალიიდან ფრენებს?! ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ "შეზღუდვას დიდი ეფექტი ვერ ექნება".
"ვინაიდან, რისკი გაიზარდა და თანაბრდება ევროპის რეგიონში, რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობების განსაკუთრებით შეზღუდვას რაიმე დიდი ეფექტი ვერ ექნება" - უთხრა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, სამინისტრო მიყვება საერთაშორისო რეკომენდაციებს.
"იმფიცირების შემთხვევები ევროპის რეგიონში იზრდება და ვრცელდება. საფრანგეთშიც ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევები იზრდება გერმანიაშიც. კონკრეტულად ფორმულაში ჩასმა ძალიან ძნელია, შეფასდება ზოგადად რისკი ევროპის რეგიონისთვის და ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციას და გადაწყვეტილებას იტალიის თაობაზე," - განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






