კრემლში პუტინსა და ერდოღანს შორის ორმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განხილვის მთავარ თემას სირიაში, იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია წარმოადგენს.
პუტინის თქმით, სირიაში სიტუაცია იმ დონეზე დაიძაბა, რომ აუცილებლად საჭიროა, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შედგეს მოლაპარაკება სიტუაციის დასტაბილურებისთვის.
„ჩვენი შეხვედრის დასაწყისში მინდა კიდე ვერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო სირიაში თურქი სამხედროების გარდაცვალებასთან დაკაგვშირებით. სამწუხაროდ, როგორც მე უკვე ერთხელ აღვნიშნე სატელეფონო საუბარი, არავინ, არც სირიულმა და არც რუსულმა მხარემ არ იცოდა თურქი მებრძოლების იქ განლაგების შესახებ“ - განაცხადა პუტინმა
თურქეთის პრეზიდენტს თან ახლავს მთავრობის მაღალჩინოსნები- საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავასოღლუ და თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი და აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ჰაკანა ფიდანა.
მასალის გამოყენების პირობები






