ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მხარდამჭერილი წერილი გაუგზავნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯეინ ინ-ს. კომუნისტური სახელმწიფოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ სამხრეთი კორეა აუცილებლად გადალახავს იმ სირთულეებს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსით.
მან ჯანმრთელობა უსურვა მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას და აგრეთვე ოფიციალურ სეულს მხარდაჭერას დაპირდა ეპიდემიასთან განმკლავებაში. მუნ ჯინ ინი გამოეხმაურა კიმ ჩენ ინის წერილს და მადლიერება გამოხატა მის მიერ დახმარებასთან დაკავშირებით მზაობაში.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირების 1 შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა ერთ-ერთ მაღალჩიონასანს. დასავლური მედიის ცნობით კომუნისტურმა პარტიამ რისკების პრევენციის გამო დაავადებული პაციენტი დახვრიტა. სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5766-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 145-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






