რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფები პირებისთვის
საზოგადოება - 14:19, 05 Mar, 2020     840
ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. იზოლაციაში ყოფნა საჭიროა დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში.

მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი. ამ პერიოდში ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს უშუალო კონტაქტის გარეშე - ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას კი თვითანგარიშგებით.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

თვითიზოლაციის სივრცეში აკრძალულია ვიზიტორების და სტუმრების მიღება;

საჭიროა საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე შეზღუდვა. 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე დიდ ხანს არ არის დასაშვები;

საჭიროა განცალკევებული ჭურჭლის (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცის, საწოლის ქონა;

დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა;

სატელეფონო კავშირი და ინტერნეტით სარგებლობა შეზღუდული არ არის;

ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში საჭიროა ინფექციური პროფილის სტაციონარისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა;

საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა — სწორი კვება, დასვენება, ფიზიკური აქტივობა. ასევე, თამბაქოს, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების გამოყენებისგან თავის შეკავება;

მნიშვნელოვანია სოციალური კონტაქტის შენარჩუნება ძვირფას ადამიანებთან; სახლში და ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ოჯახის სხვა წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტი.

ჯანდაცვის სამიინისტროში ამბობენ, რომ არაგადამდები დაავადების (მაგ: ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით და პაციენტი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42