მომღერალმა გიორგი წერეთელმა მეუღლესთან, ლოლა წერეთელთან დაშორების შემდეგ ჟურნალ "სარკესთან" პირველად ისაუბრა.
გიორგის თქმით, ის და ლოლა ისე დაიშალნენ, რომ ყოფილი მეუღლისთვის არ აუკრძალავს იმ სიმღერების შესრულება, რომელსაც დუეტში მღეროდნენ.
"ეს პირველი ინტერვუა მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ეს მოვლენები განვითარდა. ვთვლი, რომ ამ თემაზე საუბარი საჭირო არ არის. ჩვენი ურთიერთობა, რომ მარტო დუეტი ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად ვისაუბრებდი ჩვენს დაშლაზე, რადგან ეს დუეტი თავიდან ბოლომდე ჩემი შექმნილი იყო. გიორგის და ლოლიტას დუეტი ჩემი პროექტი იყო, მაგრამ ამასთან ერთად იყო ოჯახური ურთიერთობები, რომლებზე საუბარსაც არასოდეს ვაპირებ. ჩვენმა დუეტმა ორივეს დიდი წარმატება მოგვიტანა. ჩვენ ისე დავიშალეთ, რომ მისთვის არ ამიკრძალავს იმ სიმღერების შესრულება, რომლებსაც დუეტში ვმღეროდით და მე მეკუთვნის. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მომავალში მსგავს დუეტს აღრ გავაკეთებ" - თქვა გიორგი წერეთელმა.
მომღერალმა თქვა, რომ ის აპირებს მესამე ოჯახის შექმნასაც.
"ოჯახსაც შევქმნი და, მე მგონი შვილიც არ არის გვიან." - განაცხადა გიორგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






