კორონავირუსით დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველ საათობრივად იზრდება. ჩინეთის გარდა დაავადების ერთ-ერთ უმთავრეს კერას მსოფლიოში წარმოადგენს ირანი, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 92 ადამიანია, ხოლო დაავადებული კი 2922-ია . მიუხედავად ირანის ხელისუფლების მიერ გაცხადებული კოდ 19-ის დაავადებაზე გაცხადებული ინფორმაციისა, არსებობს მყარი ფაქტები, რომლითაც დგინდება, რომ მთავრობა ატყუებს თავის მოქალაქეებს, მსოფლიო საზოგადოებას და არ აცხადებს დაღუპულთა შესახებ მონაცემებს.
სოციალურ ქსელ ტვიტერზე აიტვირთა ვიდეო, რომელიც გადაღებულია ირანის ქალაქ ყუმის ერთ-ერთი საავადმყოფოს მორგში. კადრებში ჩანს ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, რომლებიც სპეციალურ შავ სახვევებსა და პარკებში არიან გახვეულები. ვიდეოს გადამღები უკვე დაკავებულია, რომლის შესახებაც ინფორმაცია დაადასტურა ქალაქი ყუმის გენერალური პროკურორის მოადგილემ
მასალის გამოყენების პირობები






