თურქეთის თავდაცვის უწყებამ სირიელთა სამხედროების დაბომბვის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა (ვიდეო)
მსოფლიო - 00:56, 05 Mar, 2020     4355

სირიაში სიტუაცია კვლავინდებურად დაძაბულია- ამ დრომდე მიმდინარეობს შეტაკებები სირიის სამთავრობო ძალებსა და თურქულ შეიარაღებულ ძალებს შორის. თურქული არმია ძირითადად ავიაციითა და საარტილერიო დანადგარებით უწევს მხარდაჭერას პროთურქულ გასამხედროებულ ფორმირებებს ასადის წინააღმდეგ.

თურქულმა თავდაცვის უწყებებმა გამოაქვეყნეს უპილოტო საფრენი აპარატებით გადაღებული ვიდეოები, სადაც ასახული სირიის საჯარისო ნაწილების- ჯავშანკოლონების, გამაგრებული სამხედრო პოზიციებისა და ქვეთების განადგურების კადრები. მსგავი ვიდეოკადრები თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმაც გამაოქვეყნა ტვიტერის საკუთარ გვერდზე სადაც აცხადებს: “ ოპერაცია გაზაფხულის ფარის ფარგლებში, ჩვენ ვადნობთ რეჟიმს ყოველდღიურად ჩვენი ეპიკური ბრძოლით, რომელსაც ვახორციელებთ თვითმფრინავებით, ტანკებით, არტილერიით, კომანდოსებითა და რეგულარული არმიის დანაყოფებით“.


შეგახსენებთ, რომ 5 მარტს გაიმართება შეხვედრა მოსკოვში პუტინსა და ერდოღანს შორის სადაც განხილვის მთავარი თემა სირიაში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან ერთად იქნება ლიბიის საკითხი. მანამ, სანამ პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან, დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ მათთვის სასურველ პოზიციებზე განლაგდნენ უშუალოდ ბრძოლის ველზე იდლიბის პროვინციაში, სადაც ამ წუთებშიც კი გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობს.

სირიელთა მთავრობის გუშინდელი კონტრშეტევის შედეგად ასადის ძალებმა დაიკავეს სტრატეგიული ქალაქი სერაქიბი, რომელიც კეტავს მთავარ დამაკავშირებელ სატრანსპორტო მაგისტრალს ალეპოსა და დამასკოს შორის- აღნიშნულ ქალაქში სირიელ საჯარისო ნაწილებთან ერთად განლაგდნენ რუსული სამხედრო პოლიციის მებრძოლები. დღეს ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა და თურქებმა ღამით კონტრ-შეტევა წამოიწყეს ასადის სამხედროების პოზიციების მიმართულებით, რომლის შედეგადაც დაიკავეს დასავლეთ ალეპოში არსებული ქალაქი „შეიხ აქელი“.

აქტიურად მოქმედებენ თურქული უპილოტო დამრტყმელი აპარატები და საარტილერიო დანადგარები სერაქიბის მისადგომებთან, სადაც ხშირად ბომბავენ ასადის სამხედრო ძალების პოზიციებს. რამდენიმე წუთის წინ AL- JAZEERA-ს არაბულმა გამოცემამ გაავრცელა აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალეპოში არსებული თურქული სადამკვირვებლო პუნქტი, რომელიც ასადისტთა ალყაში იმყოფებოდა გათავისუფლებულია- ათეულობით ტანკებისა და სხვა ჯავშანმანქანების ჩართულობით თურქებმა ასადისტებს უკან დაახავინეს.

ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია სირიული ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ კიდევ ერთი თურქული უპილოტო საფრენი აპარატის , ბაირაქთარის ჩამოგდებასთან დაკავშირებით- ჯამში, რამდენიმე დღიანი საბრძოლო ოპერაციის განმავლობაში თურქებს 10-მდე უპილოტო დამრტყმელი აპარატი ჩამოუგდეს სირიელებმა. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა აგრეთვე კადრები რუსული ულტრათანამედროვე საზენიტო სისტემის, PANTSIR S1-ის განადგურებასთან დაკავშირებით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42