დონალდ ტრამპი გამოეხმაურა დემოკრატიული პარტიის მიერ ჩატარებულ პრაიმერის შედეგებს, სადაც მძიმე მარცხის გამო დასცინა პოლიტიკოსსა და ამერიკელ ბიზნესმენს, $65 მილიარდი დოლარის მფლობელ მაიკ ბლუმბერგს. ატვირთულ ვიდეოში ჩანს მაიკ ბლუმბერგი, რომელიც თავის საარჩევნო შტაბში იმყოფება და პიცას მიირთმევს.
„დღეს ყველაზე დიდი დამარცხებული ადამიანი, არის პატარა მაიკ ბლუმბერგი. მისმა პოლიტიკურმა კონსულტანტებმა იგი გასასეირნებლად წაიყვანეს. პატარა მაიკმა 700 $ მილიონი დოლარი გაანიავა, რაც მისი რეპუტაციის სრული განადგურებაა“ - განაცხადა ბლუმბერგმა.
პრეზიდენტმა ატვირთა აგრეთვე საკუთარ გვერდზე ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც იგი პიცას მიირთმევს. საკუთარ პოსტში ტრამპი შეურაცხმყოფელ განცხადებას ავრცელებს ამერიკელი ბიზნესმენის მიმართ- „ პატარა მაიკ, ნუ ილოკავ ბინძურ თითებს. ეს არასანიტარული და სახიფათოა სხვებისთვისა და შენთვის“. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ოფიციალური გვერდიდან ზემოხსენებული პუბლიკაცია უკვე წაშალეს და არ იძებნება.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს დემოკრატიულ პარტიის წევრებს შორის პრეზიდენტის კანდიდატის წარმოსადგენად გაიმართა პრაიმერი, სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ბიზნესმენმა მაიკ ბლუმბერგმა, რომელმაც თავის კამპანიაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, ვერც ერთ შტატში ვერ გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები






