აშშ-ს რამდენიმე შტატში დემოკრატიული პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისთვის პრაიმერი გამართა, სადაც ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა 14 შტატიდან 9-ში გაიმარჯვა. მან მოიგო ისეთი შტატები, როგორიცაა ტეხასი, ჩრდილო კაროლინა, მასაჩუსეტსი, მინესოტა, ოკლაჰომა , არკანზასი, ალაბამა, ტენესი და ვირჯინია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერნი სანდერსი გაიმარჯვებს კალიფორნიის შტატში. შეგახსენებთ, რომ პრაიმერის მონაწილეები იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ იმისთვის, რათა დემოკრატიული პარტიის სახელით დაუპირისპირდნენ დონალდ ტრამპს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
სამშაბათს ჩატარებული პრამიერიდან გაირკვევა 1300 დელეგატის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ვინაობა. საერთო ჯამში კი პრაიმერში 1900 დელეტი აფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც განსაზღვრავს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს- ნომინაცია კი ივლისშია დაგეგმილი. ამ დროისთვის არსებული შედეგებით ბაიდენს 402 დელეგატი უჭერს მხარს, სანდერს კი 314.
ესოუშიეთიდ პრესი იტყობინება, რომ სანდერსი იგებს კალიფორნიის შტატს აღნიშნულ პრაიმერში, რომელსაც დამატებით 415 დელეგატი უგროვდება, რამაც შესაძლოა შედეგებში საგრძნობი ცვლილებები შეიტანოს.
მასალის გამოყენების პირობები






