დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში დაბრუნებული ადამიანები, თერმოსკრინინგის თავიდან ასაცილებლად, აეროპორტში შემოწმებამდე სიცხის დამწევ პრეპარატებს იღებენ. იგი მოუწოდებს თანამოქალეებსა და ჩამოსულ მგზავრებს, რომ არ დამალონ სიმპტომები, რათა სხვა ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩააგდონ. აღნიშნული ინფორმაცია გამყრელიძემ, ტელეკომპანია იმედის პირდაპირი ეთერიდან გაავრცელა.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ადამიანი იმისათვის, რომ გვერდი აუაროს თერმოსკრინინგს, სიცხის დამწევს სვამდა. ეს არ არის სამოქალაქო სოლიდარობის ნიშანი. იტალიიდან თუ ბრუნდები და სიცხე გაქვს, ინფექციურ კლინიკაში გადაგიყვანენ აეროპორტიდან.
დღეს მე მოვუწოდე ამ ადამიანებს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა მეტი გამოიჩინონ. ჩრდილოეთ იტალიიდან შემოსულები აუცილებლად უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში, თუ ამის პირობები არ აქვთ, მაშინ კარანტინში უნდა იყვნენ 14 დღე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






