კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით მიმართავს სავაჭრო ცენტრებსა და კონოთეატრებს, რისკების თავიდან ასაცილებლად მოუწოდებს ჰიგიენური ნორმების დაცვას
გამყრელიძე კინოთეატრებისა და სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციას ურჩევს, უზრუნველყონ მომხმარებლისთვის ანტიბაქტერიული საშუალებების მომარაგება.
''მინდა ხაზი გავუსვა დიდი თვშეყრის ადიგლების შესაბამის ჰიგიენურ უზურნველყოფას, სადაც მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანები მიდიან. აუცილებელია და განსაკუთრებით მინდა მივმართო დიდ მოლებს, დიდ მაღაზიებს, დიდ კინოთატრებსა და ა.შ სადაც ბავშვები და მოზარდები დადიან, დაცული იყოს ჰიგინეური ნორმები. ხშირად დალაგება, ხშირად განიავება და ხელის დასაბანი საშუალებების ხელმისაწვდომობა ადამიანებისთვის,” – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე, საკარანტინო ზონაში დაკვირვებას გადის ათეულობით ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






