გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რუსეთი დაადანაშაულა უშუალო სამხედრო დანაშაულებებში სირიაში მიმდინარე სამხედრო ბატალიების დროს. საერთაშორისო დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც გაეროს ეგიდით ფუნქციონირებს წარმოადგინდა მოხსენება საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდიანრეობდა სირიის ტერიტორიაზე ივლისიდან იანვრის ჩათვლით.
ამ მონაცემების თანახმად, ზემოხსენებული პერიოდის განმავლობაში ომის დანაშაულების ფაქტები მუდმივად იზრდებოდა, რომელშიც უშუალოდ ჩართულნი იყვნენ როგორც სირიის სამთავრობო ძალები, აგრეთვე რუსეთის ავიაცია. დოკუმენტში ნახსენებია ქალაქი მაარეტ-ენ-ნუუმანის ბაზრობის დაბომბვის შემთხვევა, რომელიც განხორციელდა გასული წლის 22 ივლისს,, რა დროსაც 60 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. შემდგომი თავდასხმა და სამხედრო დანაშაულის კვალი ჩანს 2019 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ჰაასში იძულებით გადაადგილებულთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო იერიში, რომელიც უშუალოდ რუსეთის საჰაერო ძალების მოქმედების შედეგი იყო.
გაეროს თქმით, სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული იერიშების შედეგად საცხოვრებელი 950 000-მა ადამიანმა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






