საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის გვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც დახმარების გაწევის შესახებ მზაობას აცხადებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკა ვირუსის გამო საგრძნობლად დაზარალდა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან- მსოფლიო ბანკთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, აზიის განვითარების ბანკთან და სხვა ჯანმრთელობის ინსტიტუციებთან , რათა უზრუნველყოს სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის გასცეს კონკრეტული რჩევები აუციელბელად განსახორციელებელი მექანიზმების გამოყენებაზე, გაუწიოს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ ძალზე აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ინსტიტუციებთან და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დაბალი განვითარებისა და არასაკმარისი რესურსების მქონე ქვეყნებს, სადაც ჯანდაცვის სისტემები ყველაზე სუსტია, ხოლო მოსახლეობა კი დაუცველი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი სწრაფი ფინანსირების მექანიზმების გამოყენებას გეგმავს, რაც ქვეყნებს დაეხმარება გააძლიერონ ეპიდემიური ზედამხედველობის ეროვნული სისტემები და საპასუხო ზომები მიიღონ, რათა შეაკავონ მოცემული და ნებისმიერი სხვა სამომავლო ეპიდემია.
მასალის გამოყენების პირობები






