NEW YORK POST-ი აშშ-ში, მისურის შტატში მეცნიერებისა და ექიმების უპრეცედენტო სამედიცინო მიღწევის შესახებ წერს. აღნიშნული სტატიის თნახმად, ექიმებმა თაგვები დიაბეტისგან განკურნეს.
გაცხადებული ინფორმაციით, მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედები ინსულინის წარმომქნელ უჯრედებად გადააქციეს, შემდეგ კი მათი საშუალებით დიაბეიტით დაავადებულ თაგვს უმკურნალეს და ინფიცირებულები 2 კვირაში სრულად გამოაჯანმრთელეს.
ამ უჯრედების საშუალებით, თაგვის ორგანიზმი სწრაფად გამოყოფდა ინსულინს და სწრაფადვე არეგულირებდა შაქრის მაჩვენებელს.თაგვების სისხლში შაქრის შემცველობა 500 მილიგრამს აღემატებოდა, რაც ცოცხალი ორგანიზმებისა და კონკრეტულად ადამიანისთვის მომაკვდინებელია. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, ინსულინის წარმომქმნელმა უჯრედებმა თაგვების სისხლში გლუკოზის დონე დაასტაბილურა და დაავადებული არსება გამოაჯანმრთელა.
მასალის გამოყენების პირობები






