საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ვკითხულობთ რომ ''სარფის სასზღვროპუნქტსა და ბათუმის ეროპორტში ისევე, როგორც სხვა დანარჩენ სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და ორ აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.
ასევე, ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს 24 საათის განმავლობაში ამოწმებენ. ეს ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, იტალია და კორეა.
შსს-ს სამინისტროს ცნობით, მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მონცემების დამუშავების გარდა, მესაზღვრეების მიერ, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე, ადგილზე ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. დამატებითი რეაგირების მიზნით, რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილზე მყოფ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს.’’- ნათქვამია განცხადებაში.

შენიშვნა: ფოტო, წყარო შსს
მასალის გამოყენების პირობები






