მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მსოფლიოსთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც უამრავი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება, გარკვეული პოზიტივი შეინიშნება აღნიშნული დაავადების გავრცელების გამო, რაც გამოიხატა ჰაერის დაბინძურების შემცირებაში, რაც განპირობებული იქნა მოსახლეობის თვითნებური იზოლაციითა და ტრანსპორტის შეზღუდული გადაადგილებებით კორონავირუსის ზონებში. ამის შესახებ სტატიას ბრიტანული GUARDIAN-ი აქვეყნებს.
გამოცემამ, სტატიაში გამოაქვეყნა ნასას მიერ აეროკოსმოსური ფოტომასალა, რომელზეც ჩანს, რომ იანვრიდან ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა საგრძნობლად არიც შემცირებული, რისი მიზეზიც არის ის , რომ ელექტროსადგურების, ტრანსპორტის და სხვა სამრეწველო ობიექტების ფუნქციონირება შემცირებულია. ექსპერტთა თქმით, თავდაპირველად უხანში გასუფთავდა ჰაერი, თუმცა კოსმოსიდან დაკვირვების შემდეგ, აღნიშნული ტენდენცია მთელს ქვეყანაზე გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






