"თურქეთი არ შეაჩერებს მიგრანტების ნაკადებს ევროპისკენ, ლტოლვილებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირმაც უნდა იტვირთოს"-ერდოღანი
მსოფლიო - 15:33, 02 Mar, 2020     1364

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირის შემაშფოთებელი პოზიცია მათი ქვეყნის საზღვრებთან სირიელი მიგრანტების ნაკადების ზრდასთან დაკავშირებით, არის დაგვიანებული.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები აქტიურად რეკავენ თურქეთში მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ანკარამ დაანონსა, რომ ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები არ შეაკავებენ მიგრანტთა ნაკადებს ევროპის მიმართულებით.

„თურქეთი არ დაუკეტავს თავის საზღვრებს ლტოლვილებს, რათა გადალახონ ევროპის ქვეყნების საზღვრები. რეკავენ და გვეუბნებიან, ჩავკეტოთ საზღვრები. მე კი მათ ვეუნები, რომ უკვე საგრძნობლად გვიანია. დასავლეთმა მიგრანტებზე პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. დღეს ჩვენ ბულგარეთის პრემიერს შევხვდებით, ხვალ გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს გავესაუბრები აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ იდლიბის რეგიონში სირია/ რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს 33 სამხედროს გარდაცვალების შემდეგ, თურქეთმა ევროკავშირის ქვეყნებისკენ, კერძოდ საბერძნეთისა და ბულგარეთის მიმართულებით საზღვრები გაუხსნა სირიელ მიგრანტებს, რომლებსაც გადასვლა სურთ ევროპაში.

დაძაბულობაა თურქეთისა და საბერძნეთის, ბულგარეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან , სადაც პოლიციამ აგრესიულ ლტოლვილთა ნაკადების შესაჩერებლად ცეცხლიც კი გახსნა, რომლის დროსაც ერთი სირიელი მიგრანტი გარდაიცვალა და რამდენიმე დაიჭრა. თურქეთის საზღვარი ბოლო დღეების მანძილზე დაახლოებით 100 000-მა მიგრანტმა დატოვა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42