დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიოში ეპიდსიტუაცია უფრო მეტად იძაბება:
"მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ პანიკას არ უნდა მივეცეთ. რა თქმა უნდა, მეტი სიფხიზლე გვმართებს, მეტი მზადება გვმართებს, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინფექციის შემოტანის პრევენცია გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, სამივე გქვონდა შემოტანილი ინფექცია. ჯერჯერობით, არ გვაქვს ქვეყანაში შიდა გავრცელების ფაქტები, ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრევენცია გავაკეთოთ ქვეყანაში ინფექციის შემოტანისა. უფრო მეტი მზადყოფნაა, უფრო მეტად გაძლიერებულია მეთვალყურეობა საზღვრებზე. თითქმის აღარ არის შემომსვლელი ირანიდან, თითქმის აღარ არის შემომსვლელი ჩინეთში მოგზაურობის ისტორიით, ძირითადად არის მომატებული რისკი იტალიიდან შემომსვლელი ადამიანებისა, ესენი გახლავთ ჩვენი თანამემამულეები, ვინც ან იმოგზაურეს ან მუშაობდნენ იტალიაში და ბრუნდებიან უკან
” - აცხადებს ის.
მასალის გამოყენების პირობები






