თურქმა სამხედროებმა სირიაში რუსეთის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომლის ამსახველ ვიდეო-კადრებს ავრცელებს სირიული საინფორმაციო სააგენტო ტვიტერის საკუთარ გვერდზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული აპარატი თურქმა სამხედროებმა მობილური ანტისაჰაერო სისტემით ჩამოაგდეს.
იდლიბის რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს შეტაკებები ასადის ჯარებსა და თურქ სამხედროებს შორის. გუშინდელი მძიმე ბრძოლების შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს პროთურქული ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ აღებულ ქალაქ, სარაქიბზე. ზემოხსენებულ შეტევაში სირიელთა ჯარებს საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ ჰესბოლას მებრძოლები. თავის მხრივ გუშინდელი შეტევის შედეგად, თურქი სამხედროების მიერ შედეგად ასადისტებისგან გათავისუფლებულია იდლიბის ისეთი ქალაქები, როგორიცაა სუფოჰონი, ფატერაჰი, კავკაბე, ჰიზარენი, ფლეიფელი, კაფ მოუსი, ალ-დარა, და ალ კაბერა.
მასალის გამოყენების პირობები






