საქართველოს ყველა სკოლაში დეზინფექციის პროცესი მიმდინარეობს
საზოგადოება - 11:35, 02 Mar, 2020     1178

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ეკა დგებუაძე განცხადებას აკეთებს სკოლების მასშტაბურ დეზინფექციაზე. მისივე თქმით, დეზინფექციის პროცესი, საქართველოს როგორც ყველა საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლებში ჩატარდება.

მინისტრის მოაადგილე ასევე აღნიშნავს რომ განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობს და ცენტრისგან რეკომენდაციებს იღებს.

„განათლების სამინისტრო ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, რეკომენდაციებს ვიღებთ ცენტრიდან, გვაქვს რეკომენდაციების გარკვეული პაკეტი, ასევე განათლების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი. დეზინფექციის პროცესი საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარეობს. არსებობს გარკვეული ინსტრუქციები არამარტო დეზინფექციასთან დაკავშირებით, არამედ ყოველდღიურად, როგორ უნდა მოხდეს სკოლის დასუფთავება სველი წესით და ასევე განიავება.

არსებობს სკოლები, რომლებსაც აქვს ცენტრალური წყალგაყვანილობა და მილები, რომელიც აწვდის სკოლებს ცენტრალურ წყალს, არსებობს სკოლები, რომლებსაც არ გააჩნია ცენტრალური წყლის გაყვანილობა, არსებობს ინსტრუქციები, როგორ უნდა მოვუაროთ სკოლას, სადაც არ არის პირდაპირ წვდომა წყალთან. ყველანაირი ინსტრუქცია არსებობს. ის აღჭურვილობები, რომლებიც უნდა ჰქონდეს შეძენილი სკოლას, მოვლა-პატრონობის პროცესში რა ხსნარები უნდა იყოს გამოყენებული. ამ ეტაპისთვის ყველა სკოლაში მიდის სიღრმისეული დეზინფექციის პროცესი, ოღონდ სასწავლო პროცესი როცა განახლდება სკოლებში, უკვე ინსტრუქციებს მიყვებიან, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა უშუალოდ სკოლებისთვის“, - აღნიშნა დგებუაძემ.

შეგახსნებთ, რომ კორონავირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42