კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება, თუმცა დღითიდღე გარდაცვლილთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება. მსოფლიო მასშტაბით დაავადებით დაღუპულთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა-1 დღის განმავლობაში ჩინეთში 42 ფატალური შემთხვევა აღინიშნა. გარდაცვლილთა ჰუბეის პროვინციაზე მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინელები ახერხებენ კორონავირუსთან ბოლო პერიოდში ეფექტური ღონისძიებების გატარებას, მსგავსი რამ ვერ ითქმის ირანზე, სადაც დაღუპულთა რიცხვის ოფიციალური მონაცემი უკვე 50-ს სცდება, ხოლო იტალიაში კი 34 ადამიანია დაღუპული.
ინფიცირებულთა რიცხვი ძალზე სწრაფად იზრდება ჩინეთის გარეთ, დაავადებულთა საერთო რაოდენობა კი უკვე თითქმის 90 000-ია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, გარდაცვლილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2-იდან 5 %-მდე მერყეობს- შედარებისთვის, სეზონური გრიპის გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით 0.1 %-ს შეადგენს, თუმცა ეს რიცხვი 400 000-ს აღემატება ყოველწლიურად.
მასალის გამოყენების პირობები






