რუსებისგან მიტოვებული სირიული არმია და სრული უმოქმედობა იდლიბში- თურქი სამხედროები ფრონტის მთელ მიმართულებაზე ბომბავენ ასადის ძალებს (ვიდეო)
მსოფლიო - 21:14, 01 Mar, 2020     7420

თურქულმა საჰაერო ძალებმა ბაშარ ალ-ასადის ძალების კონტროლქვეშ არსებული სამხედრო აეროდრომი დაბომბეს ალეპოს პროვინციაში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ არაბული, სირიული , აზერბაიჯანული და თურქული საინფორმაციო სააგენტოები.

აღნიშნული სამხედრო ობიექტი აქტიურად გამოიყენებოდა სირიის საჰაერო ძალების მიერ. აეროდრომზე შეტევა განახორციელეს თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა და შორსმსროლელმა საარტილერიო დანადგარებმა.

ალ-ნაირაბის სამხედრო აეროპორტს, რომელიც ქალაქი ალეპოს შემოგარენში მდებარეობს აქტიურად იყენებდა ასადის არმია - განლაგებული იყო საფრონტო ბომბდამშენები და ვერტმფრენები. ANADOLU NEWS-ის ინფორმაციით, სირიული საფრენი აპარატები სასწრაფოდ გადაიყვანეს კუვეირის სამხედრო აეროდრომზე, აღმოსავლეთ ალეპოში, რომელიც დაიბომბა გუშინ თურქული უპილოტო საფრენი საშუალებების მიერ.

ადგილობრივების თქმით, რეჟიმის მიერ საჰაერო ძალების გამოყენების სიხშირე შემცირდა მას შემდეგ, რაც ალ-ნაირაბის აეროდრომის ასაფრენი ბილიკი გამოუსადეგარი გახდა.

გავრცელდა ინფორმაცია აგრეთვე ირანელი სამხედროების დაღუპვის შესახებ, რომელთა შორის 4 მაღალი რანგის ოფიცერია. გუშინ დადასტურდა ინფორმაცია ირანელთა მხარდაჭერილი ლიბანური ჰესბოლას სამხედრო დაჯგუფების 9 მებრძოლის გარდაცვალების შესახებ, რომლებიც თურქულ უპილოტო საფრენი აპარატის დაბომბვებს შეეწირნენ.

ტვიტერის სოციალურ ქსელში ვრცელდება ფაქტები აგრეთვე ჰამას აეროპორტში განლაგებული ანტისაჰაერო სისტემების განადგურების შესახებ. შეტაკებების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ქალაქი ჰაზარინი, თურქული არმიის კონტროლქვეშ გადავიდა.

აქტიურად მუშაობს აგრეთვე ჰან-სიბელის მიმართულებაზე თურქული უპილოტო დანადგარები, რომელთა აქტიური მოქმედების შედეგად განადგურებულია ასადის არმიის 10 ტანკი, 5 საბრძოლო მანქანა და 47 ჯარისკაცი. თურქეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღის ბოლოს კიდევ ერთი რუსული წარმოების სირიული სუ-24 იქნა ჩამოგდებული- რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ვიდეომასალა ტვიტერზე, სადაც ჩანს ალმოდებული სუ-24-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42