თურქეთში კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა "SPUTNIK"-ის მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტები დააპატიმრეს და გააძევეს
მსოფლიო - 17:47, 01 Mar, 2020     1434

თურქეთში კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკის მთავარი რედაქტორი და სამი თანამშრომელი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი გახდა სააგენტოს მიერ თურქეთის სამხრეთი პროვინციის, ჰატაის შესახებ 1939 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ინფორმაციის გავრცელება, რომელიც გამოცემის თქმით, სირიის ტერიტორიას წარმოადგენდა და იგი უკანონოდ მიისაკუთრა თურქეთმა.

სპუტნიკის მთავარი რედაქტორი, მაჰირ ბოსტეპე და სამი ადამიანი, რომლებიც მუშაობდნენ თურქეთში რუსული საინფორმაციო სააგენტოსთვის, სტამბოლსა და ანკარაში დააკავეს. თურქი სამართალდამცავების თქმით, მათ გამოაქვეყნეს პროპაგანდისტული სტატია სათაურით „ მოპარული პროვინცია: რატომ მიიღო თურქეთმა სირიის მხარე საფრანგეთისგან 80 წლის წინ“ .

შეგახსენებთ, რომ ჰათაის პროვინცია შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში I მსოფლიო ომამდე, თუმცა მას შემდეგ რაც თურქეთი დაამარცხეს ანტანტის ქვეყნებმა, იმპერია დაიშალა, ხოლო ზემოხსენებული რეგიონი კი 1923 წლის ლოზანოს ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთის მანდატის ქვეშ სირიის შემადგენლობაში მოექცა. 1938 წელს ჩატარებული აღწერის შემდეგ ეროვნული ქვოტები დაწესდა ჰათაის ე.წ პარლამენტში.

აღწერით დადგინდა, რომ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სწორედ თურქები შეადგენდნენ. ჰათაის პროვინციის პარლამენტში მანდატები ამგვარად განაწილდა: 22 ადგილი მიიღო თურქულმა ეთნიკურმა ჯგუფმა, 9 არაბულმა , 5 სომხურმა, 2-2 კი არაბი სუნიტებისა და არაბი ქრისტიანებისთვის განსაზღრეს.

1938 წელს წარმომადგენელთა პალატამ დამოუკიდებლად გამოაცხადა ჰათაის რესპუბლიკა. 1939 წელს საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჰატაის რესპუბლიკის გაუქმებასა და თურქეთის შემადგენლობაში შესვლას.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, არაბებმა და სომხებმა დატოვეს პროვინცია და საცხოვრებლად სირიაში გადავიდნენ. თურქეთის უკიდურესი სამხრეთი პროვინცია წლების მანძილზე სადავო იყო ანკარისა და დამასკოს მთავრობებს შორის, თუმცა 2005 წელს ასადის ხელისუფლებამ მასზე აღიარა თურქეთის ხელისუფლების სრულუფლებიანობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42