"არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდეთ" - გამყრელიძე
საზოგადოება - 15:45, 01 Mar, 2020     974

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როცა იტალიიდან დაბრუნებული ადამიანები წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა კარანტინში მოხვედრას თავი აარიდონ.

გამყრელიძე სთხოვს ყველას, ვინც ქვეყანაში ბრუნდება, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზღვარზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მინდა, მივმართო ადამიანებს, რომლებიც ბრუნდებიან იტალიიდან, ესენი არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი – თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმები. ვისაც აქვს სიმპტომები საზღვარზე, ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან, რომ აქვთ გარკვეული სიმპტომები, კერძოდ, ტემპერატურა და იღებენ წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე და ამით შემდგომ სიმპტომი დროებით იმალება. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვინც ბრუნდება საქართველოში, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ. ეს პირველ რიგში არის მართთვის, ასევე როდესაც გადაგვყავს ისინი კარანტიში ან თვითიზოლაციაში, მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ვიცავთ და ხელს ვუშლით შესაძლო ინფექციის შემდგომ გავრცელებას“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42