„ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით...“ – „ეკლესიის საიდუმლოებასა და ჩაის დალევას შორის დიდი განსხვავებაა და არ ნიშნავს სხვისი კოვზით ჭამას“
საზოგადოება - 13:10, 01 Mar, 2020     1848
კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკლესიამ არ უნდა დაუშვას ერთი კოვზით ზიარების მიღება. სასულიერო პირები მსგავს მოსაზრებას დაუშვებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სახიფათო ვირუსები არაერთხელ გავრცელებულ მსოფლიოში მაგრამ ეკლესიას ზიარების წესი არ შეუცვლია. მათი თქმით წმინდა ბარძიმიდან ზიარება ეკლესიის უდიდესი საიდუმლოა და ეს სრულებით არ ნიშნავს სხვისი კოვზით საჭმლის ჭამას.

საზოგადოების ამგვარ დამოკიდებულებას ეხმაურება მღვდელმონაზონი მამა ანდრია სარია:

კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს არის ჩვეულებრივი პანიკა. თუ ვინმე დაინფიცირებული უნდა გვყავდეს კორონა ვირუსით, ეს უნდა იყვნენ მღვდლები, რომლებიც ყოველდღე წირავენ და დიდი საშიშროება არის ინფექციის მიღების. მაგრამ, მსოფლიოში ჯერ არ დაფიქსირებულა მღვდლის დაინფიცირება ზიარების გამო, შესაბამისად, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ პანიკა უადგილოა და ეს დამოკიდებულია ჩვენს შინაგან რწმენაზე.

არაჰიგიენურია ერთი კოვზით ზიარება, მაგრამ რას ვიზამთ, სწორედ ეს ოჯახური სიყვარული გვაკავშირებს ქრისტიანებს, რითაც ვამბობთ: ,,ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით''... ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში სხვისი ჭიქით ვსვათ წყალი და კოვზით მივირთვათ საჭმელი. ეკლესიის საიდუმლოებასა და უბრალო ჩაის დალევას შორის დიდი განსხვავებაა. ბევრი დაავადება გამოუვლია მსოფლიოს, მაგრამ პრაქტიკული მსახურების შეცვლა ამ მიმართულებით არ მომხდარა. ადამიანს რისიც სწამს, იმას მიიღებს შედეგად. პირადად მე, კვირა არ გამიცდენია და ვეზიარები, ღვთის მადლით, კრძალვითა და შიშით მივეახლები. ვისაც ეშინია, შეუძლია თავი შეიკავოს ზიარებისგან.

გავიხსენოთ, გადამდები ჭირის დროს მიცვალებულებსა და ავადმყოფებს ტოვებდნენ სამეგრელოში ოჯახები, ამიტომ წმინდა ალექსი შუშანია გარეთ დადიოდა და მიტოვებულ ხალხს უვლიდა, მიცვალებულს კი მარხავდა. მოკლედ, რწმენის საკითხია. თუ ძალიან გვეშინია ნუ მივალთ ტაძარში, მართლა დაავადდებით და დამაბრალებთ მე. თუ შემეყარა კორონა ეს კოვზის ბრალი ნამდვილად არ იქნება, ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით ქუჩაში, მეტროთი, ავტობუსით და ა.შ. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და უფლის სიყვარულით გაძლიერებას. ღმერთმა გადაარჩინოს ყველა ამ მძიმე ჟამს, განსაკუთრებით ჩინეთის მოსახლეობა.” – წერს მამა ანდრია სარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42