თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია სწავლის საგაზაფხულო სემესტრის დაწყების გადავადებაზე, მათივე თქმით ხვალიდან დაიწყება სასწავლო კორპუსების დეზინფექცია.
''ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად 16 მარტს დაიწყება.
ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში ხვალიდან სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.'' - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






