უპრეცედენტო მიღწევა მედიცინაში- უმძიმეს სტადიაში მყოფი ფილტვის კიბოთი დაავადებული ადამიანი სრულად განკურნეს
მსოფლიო - 17:35, 29 Feb, 2020     2874

ისრაელში უპრეცედენტო სამედიცინო ოპერაცია ჩატარდა- პაციენტის სხეულიდან სიმსივნით დაავადებული ფილტვები ამოიღეს, წამონაზარდები ამოაჭრეს, ორგანო გაასუფთავეს და ისევ თავის ადგილზე დააბრუნეს. ამის შესახებ წერს ებრაული მედია.

ოპერაციის მსვლელობისას, პაციენტი სისხლის მიმოქცევის ხელოვნურ აპარატზე იყო მიერთებული. ახალი მეთოდის თანახმად, არ არის საჭირო ორგანოს გადანერგვისთვის შესაბამისი დონორის ძიება. აღნიშნული პროცედურა საშუალებას აძლევს ადამიანს, უახლესი მიდგომის საფუძველზე თავიდან აირიდოს ქიმიოთერაპიის ან რადიაციული მკურნალობის კურსები.

40 წლის პაციენტს, რომლის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, მარცხენა ფილტვზე ჰქონდა სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ახშობდა სასუნთქ მილს, რაც საბოლოო ჯამში იწვევდა იმას, რომ იგი გონებას კარგავდა და ითიშებოდა.

თავდაპირველად ექიმები ფიქრობდნენ, რომ არ იყო სხვა არჩევანი გარდა დაავადებული ფილტვის ამოჭრისა, რომელიც სტანდარტულ პროცედურად ითვლება მსგავს შემთხვევებში, თუმცა აღნიშნული ფაქტი ბევრ რისკს წარმოქმნიდა პაციენტის სიცოცხლისთვის მანამ, სანამ მისთვის დონორი არ მოიძებნებოდა.

ექიმებმა საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება რისკების შემცირების მიზნით-ამოიღეს დაზიანებული ფილტვი პაციენტის სხეულიდან, სრულად გაასუფთავეს ორგანო კიბოს წანაზარდებისგან და შემდეგ ისევ დააბრუნეს სხეულში. მსგავსი ოპერაცია მხოლოდ რამდენჯერმეა ჩატარებული მსოფლიო მედიცინაში და ძალზე კომპლექსურად ითვლება დღემდე.

ოპერაციის განმავლობაში პაციენტი სუნთქავდა თავისი ჯანმრთელი მარჯვენა ფილტვით, ხოლო ამოჭრილი ფილტვის გასუფთავების შემდეგ, დაზიანებული ქსოვილი ხელოვნურად გაბერეს ჰაერით, რათა მისი ფუნქციონირება შეემოწმებინათ- „იმ დროს როდესაც ხელოვნური პროცედურით ვბერავდით ფილტვებს, შევამჩნიეთ, რომ დაზიანებული ნაწილი გამართულად მუშაობდა და უკვე ჯანმრთელი იყო, რის შემდეგაც იგი სხეულში დავაბრუნეთ“ - განაცხადეს ექიმებმა.

გაჯანსაღებული ფილტვი სისხლძარღვებსა და ბრონქული მილებს მიუერთეს, ხოლო გულმკერდზე არსებული ჭრილობა გაკერეს. გულის ინტენსიურ განყოფილებაში ჰოსპიტალიზების შემდეგ პაციენტმა დაიწყო რეაბილიტაცია და მისი მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია.

განსაკუთრებით მამაკაცებისთვის ფილტვის კიბო ყველაზე მომაკვდინებელია, რადგან პაციენტებს დიდხანს ლოდინი უწევთ, სანამ ტრანსპლანტატი გამოჩნდება- აღნიშნულ პერიოდში კი მათი მდგომარეობა შესაძლოა, საგრძნობლად გუარესდეს. ახალ მეთოდს მედიცინაში კი სრულად შეუძლია, განკურნოს დაავადებული ადამიანი კიბოსგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42