დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.
„დღეს დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. არის ჩვენი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აუღეს ნიმუში და დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სამივე დაავადებულის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ისინი აგრძელებენ მკურნალობას, დაკვირვების ქვეშ ყოფნას და მონიტორინგს ბოქსირებულ განყოფილებაში.
„მათი საერთო კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ ექსტრემალურ სიტუაციაში და საავადმყოფოში არსებულ ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით ბოდიშს უხდის პაციენტებს.
‘’ჩვენ ვმუშაობთ ექსტრემალურ სიტუაციაში,ამასთან დაკავშრებით მინდა ბოდიში მოვუხადო ადამინებს ვისაც შეუსაბამო სიტუაცია დახვდა ინფექციურ სავადმყოფოში’’- გამყრელიძე.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 ქალს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები






