კორონავირუსის ეპიდემიის თავიდან ასარიდებლად რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა, არ ეამბორონ ეკლესიებში დასვენებულ ხატებს- სასულიერო პირების თქმით, მორწმუნეებს შეუძლიათ მათსავე სახლებში არსებულ ხატებს ემთხვიონ.
ამასთანავე რუმინეთის ეკლესია მორწმუნეებს ურჩევს, რომ გამონაკლისის სახით, მღვდლებს სთხოვონ, რომ ზიარებისას გამოიყენონ მათი პირადი კოვზები. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყველას ვისაც დაავადების სიმპტომები გააჩნია, ურჩევს სახლში დარჩნენ და არ დაესწრონ წირვას, ნაკურთხი წყალიც სახლში მიიღონ. რუმინეთში ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ მიუხედავად განსაკუთრებული გარემოებებისა, ეკლესიის აღნიშნულმა გამოცხადებამ შეიძლება, გამოიწვიოს უკურეაქცია ტრადიციონალისტების მხრიდან.
მასალის გამოყენების პირობები






