მას შემდეგ, რაც ავღანეთში ბოლო 2 კვირაა, რომ შედარებით სტაბილური სიტუაციაა და “ძალადობამაც“ იკლო, მსოფლიო ახალი ისტორიული ფაქტის წინაშე დგას- აშშ და თალიბანი ხელს აწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დააჩქარებს ამერიკული ჯარების გაყვანას ავღანეთიდან, მოამზადებს ნიადაგს აშშ-სა და ავღანეთს შორის უკვე თითქმის 20 წლიანი ომის დასრულებას.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პარასკევს მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან უკვე გაგზავნა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი, რათა შეხვდეს თალიბანის წარმომადგენლებს და განიხილონ ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაცია ავღანეთის მთავრობასთან ერთად.
„თუ თალიბანი და ავღანეთის მთავრობა სამშვიდობო ხელშეკრულების შესაბამისად იკისრებენ ურთიერთვალდებულებებს, ჩვენ მოგვეცემა სერიოზული შესაძლებლობა, რათა წინ წავიწიოთ- დავასრულოთ ომი ავღანეთში და დავაბრუნოთ ჩვენი ჯარი სამშობლოში“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„ეს ვალდებულებები წარმაოდგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს დიდხანს გაგრძელდეს მშვიდობა ავღანეთში, რომელიც გათავისუფლებულია ალ-ქაიდასგან, ISIS-ისგან და სხვა ისეთი ტერორისტული დაჯგუფებებისგან, რომლებიც ჩვენთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ.
შეთანხმება გაფორმდება ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც თალიბანსა და ამერიკის მაღალჩინოსანთა შორის მოლაპარაკებები უკვე წელზე მეტია რაც მიმდინარეობს.
შეთანხმების მიღწევა შანს მისცემს დონალდ ტრამპს, მოახდინოს თავისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირების შესრულება, რომლის თანახმადაც ამერიკას უნდა შეემცირებინა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა კონფლიქტებში უშუალო ჩართულობა. თუ სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, ამერიკული სამხედრო დანაყოფის რაოდენობა 135 დღის განმავლობაში შემცირდება 13 000-იდან 8600-მდე.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია თალიბანი ისლამურ ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური მოძრაობაა, რომელიც მართავდა ავღანეთს 1996-2001 წლებში, იქამდე სანამ ნატოს კოალიციური სამშვიდობო ოპერაცია დაიწყებოდა. ორგანიზაციას დიპლომატიური აღიარება გააჩნია მხოლოდ სამი სახელმწიფოსგან- არაბთა გაერთიანებული საამიროების, პაკისტანისა და საუდის არაბეთისგან. გაეროს უმრავლესი ქვეყნების მიერ თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული, თუმცა აშშ-სგან მათ ტერორისტული ორგანიზაციის ოფიციალური სტატუსი არ აქვთ- მათ ავღანეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ რადიკალურ ჯგუფად აღიქვამენ ვაშინგტონში უკვე წლებია.
„თალიბანის მოძრაობა“ შეიქმნა 1994 წლის ზაფხულში ყანდაარში, ავღანეთში მიმდინარე სამოქალაქო გაცხარებული ომის დროს. თავდაპირველად თალიბანში გაწევრიანებულები იყვნენ ომის ვეტერანები, ლტოლვილი პუშტუნები, რომლებმაც რელიგიური განათლება პაკისტანურ მედრესეში მიიღეს და მხარდაჭერილნი იყვნენ პაკისტანელი სპეცსამსახურების მიერ. თალიბების იდეოლოგია მოიცავდა ისლამურ ფუნდამენტალიზმს ადგილობრივ პუშტუნურ ჩვეულებებთან ერთად. იმ დროს თალიბების მიზანი იყო ისლამური ნორმების აღდგენა, აგრეთვე მშვიდობის დაბრუნება ავღანეთში. მოძრაობას მეთაურობდა ომის ვეტერანი მოჰამედ ომარი. აღნიშნული მოძრაობა ქვეყნის მმართვის დღიდან ( 1996) აქტიურად თანამშრომლობდა ტერორისტული ორგანიზაცია, ალ-კაიდას დამფუძნებელთან და ბელადთან, ოსამა ბინ ლადენთან, რომლის სახელსაც უკავშირდება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ში.
მასალის გამოყენების პირობები






