პაკისტანში, ზოოპარკში, ლომის გალიაში მოზარდი ბიჭის ცხედრის ნარჩენები იპოვეს. მოზარდს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური უწყების განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, როგორ მოხვდა მოზარდი ზოოპარკის გალიაში, რამაც 17 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ზოოპარკის დირექტორი BBC-სთან საუბარში განცხადებს, რომ მიმდებარე სოფლებიდან სამშაბათს, გვიან ღამით, ადგილობრივებმა ბიჭის მოსაძებნად დახმარება ითხოვეს, თუმცაღა გვიანი იყო და სინელეში ძებნა ვერ გაგრძელდებოდა. დილით ზოოპარკის თანამშრომელმა ლომის გალიაში, ბიჭის სისხლით დასვრილი სამოსი და ცხედრის ნაწილები აღმოაჩინა. სხვა დეტალები მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კვლავ უცნობია.
ლახორის საფარი, რომელიც 1982 წელს დაარსდა, პაკისტანში ცხოველებისთვის განკუთვნილი ყველაზე დიდი და ძველი პარკის ტერიტორიაა.
შენიშვნა : წყარო, ფოტო BBC

მასალის გამოყენების პირობები






