თურქულმა სამთავრობო სააგენტოებმა გამოაქვეყნეს უპილოტო საფრენი აპარატების მიერ გადაღებული ჩანაწერები, სადაც ასახულია კადრები თუ როგორ ბომბავდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში თურქული ავიაცია სირიელთა საბრძოლო ტექნიკას. ვიდეოებში ასახულია რაკეტების მოხვედრის მომენტები ამა თუ იმ ტანკზე, გამაგრებულ საბრძოლო პოზიციებზე, ქვეითთა რაზმებსა და სამხედრო საწყობებზე.
უკანასკნელი 17 დღის განმავლობაში განადგურებულ იქნა სირიელთა 130 საბრძოლო ტექნიკა- 55 ტანკი, 18 ჯავშანტრანსპორტიორი, 21 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 29 ჰაუბიცა, 3 ვერტმფრენი. საბრძოლო ოპერაციის შედეგად მოკლულთა რიცხვმა შეადგინა 1700 სირიელი სამხედრო.
შეგახსენებთ, რომ სიტუაცია საგრძნობლად დაძაბულია იდლიბის პროვინციაში რუსეთის ავიაციის მიერ თურქულ სამხედრო შენაერთებზე განხორციელებული საავიაციო დაბომბვების შედეგად, რომლის გამოც გარდაცვლილია 33 თურქი ჯარისკაცი და მძიმედაა დაჭრილი 36 მათგანი. აღნიშნული შეტევის შემდეგ ოფიციალურმა ანკარამ დაიწყო აქტიური საარტილერიო დაბომბვები სირიელთა არმიის პოზიციებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული სამხედრო ტექნიკა იქნა დამწვარი.
მასალის გამოყენების პირობები






